„პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ოპოზიციის გაერთიანება გამორიცხულია. მისი თქმით, ამ პარტიებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.  კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან და ერთმანეთში ბრძოლით არიან დაკავებულები.

„ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ. მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ერთმანეთში აქვთ გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40% და ვისზე, როგორ განაწილდება ეს 40%, ამაზე მიდის ბრძოლა, ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები