პარლამენტთან აქცია იმართება, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვე, აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“არა რუსულ ფრენებს…” “არა რუსეთს” – იძახიან აქციის მონაწილეები, რითაც რუსეთთან პირდაპირ მიმოსვლას აპროტესტებენ. აქციის გამო, ამ წუთებში,  რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

მსგავსი თემები