პუტინი დასავლეთს „სოლის ჩარჭობაში“ ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთელი თავისი არსენალი რუსეთის წინააღმდეგ მიმართა და მისი სურვილია ფედერაციის დაშლა და დაყოფა.

მან დასავლეთი რუსეთზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ  ეს არის რუსეთის ისტორიაზე, კულტურასა და ფასეულობებზე თავდასხმა.

„დასავლეთი ცდილობს სოლის ჩარჭობას ხალხთა ძმობაში. აწყობენ პროვოკაციებს ეროვნულ თემებში. ეწევიან ანტირუსულ პროპაგანდას,  თავხედურად აცხადებენ, რომ აუცილებელია დეკოლონიზაცია. თამამად აცხადებენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფო ერთეულად, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას და გამოიყენოს ისინი საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის,“- აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი არ დაიშლება და პირიქით, უფრო გაძლიერდება.

 

მსგავსი თემები