„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“  საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე გადავიდა. მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალა.

„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე. მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ახლა ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც სჩადის ახლა „ქართული ოცნება“. ამიტომ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

 

მსგავსი თემები