აქციის მონაწილეები შს მინისტრისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას გეგმავენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფება.

აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენის აკრძალვას ითხვენ და აცხადებენ, რომ ეს მტრული ნაბიჯი ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს.

„სირცხვილის კორიდორი გომელაურს”- იძახიან პარლამენტთან შეკრებილები.

მსგავსი თემები