„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებებზე საუბრობს.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არც ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია, მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება. დიდი საფრთხის წინაშეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.

მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა! მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა, უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება”, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები