,,გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან შესრულდა პირდაპირი რეისი”- გახარია

,,გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება,”-  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს უპირველეს ყოვლისა ივანიშვილს ეხება.

,,დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს. ქართველი ხალხი აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს,”- წერს გახარია.

მსგავსი თემები