ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, კვორუმის არარსებობის გამო, კენჭი ვერ უყარეს.

უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. სხდომაზე მხოლოდ 54 დეპუტატი დარეგისტრირდა, კვორუმისთვის კი  76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო.

ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია “საქართველოსთვის” მიერ იყო ინიცირებული.

მსგავსი თემები