პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობას ფიზიკური დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლა მასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

მუშტი-კრივი პარლამენტში მას შემდგ გაიმართა, რაც მის უკან მჯდომმა უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ ის შეაგინა და უწმაწური სიტყვებით მიმართა. ეს ყველაფერი კი ფიზიკურ დაპირიპირებაში გადაიზარდა.

ვაშაძეს „ქართული ოცნების“ სხვა  დეპუტატებიც დაუპირისპირდნენ და  „სამარცხვინოს“  და „ნაძირალას“ ეძახდნენ.

 

მსგავსი თემები