,,გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა”- სერგეი გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის შემდეგ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს.

მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს აქვთ მჭიდრო კავშირები, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა”, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მსგავსი თემები