„ჯამში, დაკავებულ იქნა 146 ადამიანი“ – ვახტანგ გომელაური

„საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.

„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი  წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები