,,ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი თქმით, ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას.

,,მმართველი პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, პირველი რუსული თვითმფრინავი დაეშვა საქართველოში ქართველი გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და წამების დღეს. ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას”,- წერს გიორგი გახარია Twitter-ზე.

ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მსგავსი თემები