,,რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოა”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.

ლიეტუვა მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.

,,იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში”, – ნათქვამია  ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები