„ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით“ – უმრავლესობა ვაშაძეზე

საკანონმდებლო ორგანოში პოზიცია-ოპოზიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მორიგი „რაუნდი“ დღეს შედგა. ოპოზიციის მხარეს კი ლანძღვის ობიექტი ძირითადად გიორგი ვაშაძე იყო. მმართველი გუნდის მხრიდან კი გინება და სალანძღავი სიტყვები არაერთი დეპუტატის მხრიდან გაისმა.

„არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით“ – ეს სიტყვების ავტორი მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურია.

მან ვაშაძეს სისხლიანი რეჟიმი შეახსენა და პოლიტიკური ტურა უწოდა.

„11 წელია აი, იმ წყლის ჭავლით ვრეცხავთ რუსთაველის გამზირს, რომელიც თქვენ ქართველი ხალხის სისხლით გქონდათ მთელი 9 წელი მორწყული. არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომ გეძახით პოლიტიკურ ტურებს. ასეთი ცრუპენტელები, ასეთი „დემოკრატები“ ხართ თქვენ“ – აღნიშნა ღუდუშაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისი თქმით, ოპოზიცია ის ხალხია, ვინც ოკუპანტებს უკანალს აჩვენებდა.

„საკუთარ პოლიციას ცეცხლს რომ უკიდებთ, ეს არის თქვენი სახე? თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ოკუპანტებს შარვალჩახდილი უკანალს აჩვენებდა და ჩვენს პოლიციას ცოცხლად დაწვას უპირებდა. არ გაგივათ“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები