შემდგომი ნაბიჯი იქნება პუტინის ჩამოსვლა თბილისში სალაპარაკოდ – ტრისტან წითელაშვილი

რუსეთიდან  ჩამოფრენილი სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მისივე თქმით, პუტინს პირადად ესაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი ”ძალიან მალე ჩამოვა”.

,,სტუმართმოყვარეობა ჩვენ გვაქვს და გვექნება ბოლომდე. ქართული სიმღერითაც დავხვდებით… ალბათ ეს ერთ-ერთი სიხარულიდან გამომდინარე იყო. რა არის ცუდი ამაში, ერთი მითხარით? ვაჟა-ფაშვალეა არ წაგიკითხავთ? სტუმარ-მასპინძელი არ გისწავლიათ სკოლაში? რუსეთი რომ ოკუპანტია, მაგას მე თქვენი ტელევიზიის დირექტორზე არე ვიძახდი. თქვენმა ტელევიზიის ხელმძღვანელმა რუსეთში იშოვა ფულები. მე რუსეთის წინააღმეგ წლები იარაღით ვბრძოლობდი. კარგად დაგხვდვნენ. გინდათ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება გითხრათ? შემდგომი ნაბიჯი იქნება პუტინი ჩამოვა თბილისში სალაპარაკოდ. შევხვდი პუტინს და ველაპარაკე. ვესაუბრე პირადად. ძალიან მალე ჩამოვა,” – განუცხადა წითელაშვილმა ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები