„ნაპოლის” ჩემპიონობა მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 26 წლის მამაკაცი

„ნაპოლის” ჩემპიონობას მსხვერპლი მოჰყვა – იტალიური მედიის ინფორმაციით,  ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

მედიის ცნობით, პიაცა გარიბალდის რაიონში სროლის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

სროლის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, 26 წლის ქალი და 24 და 20 წლის ორი ახალგაზრდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები