,,შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო”- კრამონი კალაძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის,  კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც არ გამორიცხავს, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში კანდიდატად წარადგინოს.

ევროპარლამენტარს კახი კალაძის იდეა მოსწონს.

,,კარგი იდეაა, ბატონო კახი კალაძე.  თქვენ შთამაგონეთ მე – რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე.

(ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!),- წერს კრამონი.

,,არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს”- კალაძე

მსგავსი თემები