შეიარაღებული თავდასხმა სერბეთში – დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმას სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით,  შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. მისი თქმით,  მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი  კვლავ თავისუფალია. 21 კაცის ძებნის ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველია ჩართული.

 

მსგავსი თემები