,,სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც ევროპარლამენტშია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება ევროპარლამენტში არსებულ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს.

,,ჩვენთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელია, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილია ევროპარლამენტში, მე იმედი მაქვს ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები