ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას გასული დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,’- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები