აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით,  საგამოძიებო მოქმედებები, ე.წ ქოლცენტრების არსებობის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სამართალდამცველეს ოფისში შესასვლელად სამაშველო სამსახური დახმარება დასჭირდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან დალუქული ტექნიკა გაიტანეს.

მსგავსი თემები