გორში ბაგა-ბაღი გაქურდეს

გორში მე-15 ბაგა-ბაღი გაქურდეს.არსებული ინფორმაციით,  ბაღიდან წაღებულია პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერული ტექნიკა და ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. წყარო: მთავარო არხი

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ”- იაგო ხვიჩია

,,დეოლიგარქიზაციის არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ქვეყნის პრობლემას დეოლიგარქიზაცია არ ჰქვია,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, კანონის მიღება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გამოასწორებს. „როცა ოლიგარქები გვამართავდნენ და არ გვმართავდნენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ხელმძღვანელი. პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა. ამისთვის არასწორი სახელის დარქმევა მიუღებელია. ადამიანს კანონით ებრძოლო, რომ თავი შეიზღუდოს, ამას მაინც და მაინც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ოდითგანვე გვქონდა პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის, რაც უფრო მეტი პრობლემაა, ოლიგარქია უკეთესი მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს, ვიდრე ერთპიროვნული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღება – დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც, ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. „გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად.…

მეტი...

,,აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს”- აშშ-ის საელჩო

,,შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ,,ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 180 050 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 180 050 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 180 050; ​ტანკი – 3 646; ჯავშანტექნიკა – 7 043; საარტილერიო სისტემა – 2 770; სარაკეტო სისტემა – 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 292; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 334; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 630; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 319.

მეტი...

აშშ გადააბრუნებს ყველა ქვას, რათა აღმოაჩინოს გაჟონვის წყარო – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონივის ფაქტის გამოძიებას, ვიდრე წყაროს არ იპოვიან. ,,ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავაბრუნებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ამის წყაროს და მის ზომას”, – განაცხადა ოსტინმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პენტაგონისთვის ცნობილია, რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც დათარიღებულია 28 თებერვლით და 1 მარტით, მაგრამ არ არის დარწმუნებული, სხვა დოკუმენტებიც გავრცელდა თუ არა ინტერნეტში. დოკუმენტები სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მასში აშშ-ის მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების სამხედრო შესაძლებლობების საიდუმლო დეტალებზეა საუბარი.

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის 3 საქმეს სწავლობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის 3 საქმეს სწავლობს.  თემა ეხება – „რონიკოს“ მიერ  „ართთაიმის“ 100%-იანი წილის,  „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ მიერ „ფარმარეას“ 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ  „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენას. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მე-4 კვარტლის მონიტორინგისას დადგინდა სააგენტოსთვის შეუტყობინებლად – აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სფეროში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე  კონცენტრაციის შემთხვევები. ,,შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და  კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ.…

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკოზე ძებნა გამოაცხადა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარჩენკო იძებნება 110-2 მუხლის მე-3 ნაწილით – „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის არის პირი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მისი გაუჩინარების თარიღია 2023 წლის 24 მარტი, ადგილი კიევის სოლომიანსკის რაიონი.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონტინენტათაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. მათივე ცნობით, რაკეტის გაშვება  ასტრახანის რეგიონის “კაპუსტინ იარის” პოლიგონზე, წარმატებულად განახორციელეს. ,,ამ გაშვებამ შესაძლებელი გახადა ახალი სტრატეგიული სარაკეტო სისტემების შემუშავებაში გამოყენებული მიკროსქემის დიზაინისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორის დადასტურება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და უკრაინას იარაღს უგზავნის

კანადა უკრაინაში სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა საკუთარი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 000 ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას. ,,რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთა”, – განაცხადა ტრუდომ. ცნობისთვის, გასული წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდ…

მეტი...

რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას – უილიამ ბარნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, უილიამ ბარნსის განცხადებით, რომ არსებობს საფრთხე, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად იქცეს. მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. „რეალობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და ზოგიერთი თვალსაზრისით, ის დგას საფრთხის წინაშე, დროთა განმავლობაში გახდეს ჩინეთის ეკონომიკური კოლონია, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა ბარნსმა.

მეტი...

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა,  ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. სამოქალაქო დაცვისა და საზღვაო პოლიტიკის მინისტრის, ნელო მუსუმეჩის განცხადებით, მთავრობის მიერ მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით მიღებული ზომები საკმარისი არ არის. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შესაძლებელს ხდის უფრო ეფექტური და დროული რეაგირების უზრუნველყოფას მიგრანტების მართვისა და მათი განსახლების კუთხით ეროვნულ ტერიტორიაზე, განმარტავენ სამთავრობო წყაროები. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იტალიაში…

მეტი...

უკრაინამ კონტრშეტევა, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კონტრშეტევა, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა კონტრშეტევის დასაწყებად უკაინული საზოგადოების შიგნიდან მოდის. „ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც“, – განაცხადა შმიგალმა. როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა,  პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა ხელს არ შეუშლის უკრაინას საკუთარი მიწის გათავისუფლებაში. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალა, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა“, – განაცხადა შმიგალმა.

მეტი...

გორში კაცი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა

გორში, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას, კაცი გამომცდელს დაეჯახა. შემთხვევა  მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადან კლინიკაში გადაიყვანა.

მეტი...

რუსეთში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს

რუსეთის აზიურ ნაწილში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ტკიპების ნაკბენით გადადის. ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჰასეკის ვირუსი ადამიანზე გადადის ტკიპიდან და არსებობს როგორც ცალკე, ისე სხვა ტკიპებით გადამდები ინფექციებთან ერთად. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსები, იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი, ყვითელი ცხელება და სხვა. როგორც მედია იტყობინება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის სიმპტომებია – ძლიერი თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა და ღებინება, მტკივნეული ტკივილი ხელებსა და ფეხებში. სიცხე შეიძლება გაგრძელდეს 4-5 დღე, შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.

მეტი...

,,სისულელეა, გვქონდეს იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას, ეს ყველას საერთო დავალებაა”- ზელენსკი

,,სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების გზაზე ყველამ უნდა გაიგოს, რა არის მათ მიერ გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯები. „შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული იყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე. სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს; ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება…

მეტი...