უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკოზე ძებნა გამოაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარჩენკო იძებნება 110-2 მუხლის მე-3 ნაწილით – „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის არის პირი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მისი გაუჩინარების თარიღია 2023 წლის 24 მარტი, ადგილი კიევის სოლომიანსკის რაიონი.

მსგავსი თემები