აშშ გადააბრუნებს ყველა ქვას, რათა აღმოაჩინოს გაჟონვის წყარო – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონივის ფაქტის გამოძიებას, ვიდრე წყაროს არ იპოვიან.

,,ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავაბრუნებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ამის წყაროს და მის ზომას”, – განაცხადა ოსტინმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, პენტაგონისთვის ცნობილია, რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც დათარიღებულია 28 თებერვლით და 1 მარტით, მაგრამ არ არის დარწმუნებული, სხვა დოკუმენტებიც გავრცელდა თუ არა ინტერნეტში.

დოკუმენტები სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მასში აშშ-ის მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების სამხედრო შესაძლებლობების საიდუმლო დეტალებზეა საუბარი.

მსგავსი თემები