რუსეთში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს

რუსეთის აზიურ ნაწილში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ტკიპების ნაკბენით გადადის. ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჰასეკის ვირუსი ადამიანზე გადადის ტკიპიდან და არსებობს როგორც ცალკე, ისე სხვა ტკიპებით გადამდები ინფექციებთან ერთად.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსები, იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი, ყვითელი ცხელება და სხვა.

როგორც მედია იტყობინება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის სიმპტომებია – ძლიერი თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა და ღებინება, მტკივნეული ტკივილი ხელებსა და ფეხებში. სიცხე შეიძლება გაგრძელდეს 4-5 დღე, შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.

მსგავსი თემები