იტალიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა,  ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა.

სამოქალაქო დაცვისა და საზღვაო პოლიტიკის მინისტრის, ნელო მუსუმეჩის განცხადებით, მთავრობის მიერ მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით მიღებული ზომები საკმარისი არ არის.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შესაძლებელს ხდის უფრო ეფექტური და დროული რეაგირების უზრუნველყოფას მიგრანტების მართვისა და მათი განსახლების კუთხით ეროვნულ ტერიტორიაზე, განმარტავენ სამთავრობო წყაროები.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა,  გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.

მსგავსი თემები