,,სისულელეა, გვქონდეს იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას, ეს ყველას საერთო დავალებაა”- ზელენსკი

,,სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვების გზაზე ყველამ უნდა გაიგოს, რა არის მათ მიერ გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

„შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული იყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე. სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს; ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები