გორში კაცი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა

გორში, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას, კაცი გამომცდელს დაეჯახა. შემთხვევა  მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მამაკაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადან კლინიკაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები