უკრაინამ კონტრშეტევა, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კონტრშეტევა, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა კონტრშეტევის დასაწყებად უკაინული საზოგადოების შიგნიდან მოდის.

„ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც“, – განაცხადა შმიგალმა.

როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა,  პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა ხელს არ შეუშლის უკრაინას საკუთარი მიწის გათავისუფლებაში.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალა, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები