ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებებზე მუშაობს

“უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კანონპროექტზე სასწრაფო მოსაზრებას ამზადებენ.

„ვენეციის კომისია ამზადებს  სასწრაფო მოსაზრებას  საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე. დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოყვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდს სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად.

კომისიის მოსაზრებები კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე გამოქვეყნდება.

მსგავსი თემები