კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და უკრაინას იარაღს უგზავნის

კანადა უკრაინაში სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.

პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა საკუთარი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 000 ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას.

,,რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთა”, – განაცხადა ტრუდომ.

ცნობისთვის, გასული წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

მსგავსი თემები