„არა რუსულ კანონს“ – თბილისში აქცია განახლდა

“პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის” –  ეს არის აქციის მონაწილეების ახალი სლოგანი. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანასა და მოძრაობის აღდგენას ცდილობს.

„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, ამ შემთხვევაში გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, – ეუბნებიან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები.

პარლამენტის შენობასთან აქცია 19:00 საათზე განახლდება.

 

მსგავსი თემები