,,რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“- მამუკა მდინარაძე

,,რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“ – რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციებს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაც ღირებულებები, რაღაც ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე „ნაცმოძრაობა“ თავისი წარსულით, ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით. კასრებიდან ამოღებული კადრები ხომ ყველას გაქვთ ნანახი თავისი წამებით, მკვლელობებით – ეს ხომ გვახსოვს? და ამ ყველაფრის ასოცირების მცდელობა რამდენად ამორალურია 9 აპრილთან, როდესაც ჯერ კიდევ იმ პერიოდში ქართველი პოლიციელები იცავდნენ მოქალაქეებს სიკვდილისგან, ათობით და ასობით ადამიანი გადაარჩინეს და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები –  ესეც კი გაბედეს“, – განაცხადა  მდინარაძემ.

მსგავსი თემები