„ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“ – ანა ჯაბაური

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ცოტნეს მკურნალობის პროცესსა და გიორგი გამასახურდიას ამაგზე განცხადებას აქვეყნებს. როგორც ანა ჯაბაური აღნიშნავს,  საჭირო თანხის ნაწილს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფარავს, ნაწილი კი ცოტნეს ძმამ, გიორგი გამსახურდიამ საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

„ცოტნეს რეაბილოტოლოგთა ჯგუფს, (რომელიც ყოველდღიურად მოიცავს სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოყოფილ ორ ფიზიოთერაპევტს, და, აგრეთვე, ჩვენს მიერ დაქირავებულ ოკუპაციურ თერაპევტს, ლოგოპედს და მასაჟისტს), მეზობელი ქვეყნიდან შემოუერთდნენ ძლიერი კინეზოთერაპევტები, რომელთაგან ერთი ჩვენთან ერთად იცხოვრებს და ცოტნეს პროცედურებს დღეში ორჯერადად თვეების მანძილზე ჩაუტარებს, ხოლო მეორე – რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი და პროფესორი კვირაში ერთხელ ჩამოვა პროცესის წარმართვისა და კინეზოთერაპიის განახლებული კურსის ქართველ რეაბილიტოლოგებთან შეთანხმებისთვის.

მათი დახვედრა-ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს საქართველოს მთავრობა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აგვარებს, ხოლო მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს სრულ ხარჯს მთლიანად ფარავს გიორგი გამსახურდია.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რატომ ვამბობ კიდევ ამას – მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს სარეაბილიტაციოდ განკუთვნილი მიწა გაიყიდა (რაც საშუალებას მოგვცემს ცოტნეს მკურნალობაში მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებისა და მეთოდების დაუბრკოლებლად ჩართვისა, და, რაც, სამწუხაროდ, უპირველესად ცოტნესთვის დამაზიანებელი, გაუთავებელი სასამართლოების გამო ისედაც დაუგვიანდა გიორგის), თანხის გადმოცემას არ დაელოდა და, რადგან რეაბილიტაციის თანხა უფრო ადრე იყო გადასახდელი, მთლიანად გიორგიმ დაფარა თავის ჯიბიდან. ცოტნესთვის სასარგებლო სპეციალისტების მოწვევის ცოტა ხნით გადავადებაც კი არ უფიქრია წამით…ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“ – აცხადებს ანა ჯაბაური.

 

მსგავსი თემები