პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. ამჯერად, დნიპროს დაარტყეს.
„მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – აცხადებს პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ პატიება არ იქნება.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – აცხადებს ზელენსკი.