,,ამერიკაში ნამყოფი არ ვარ, თუშეთში მინდა რომ წავიდე ”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე”-  ამის შესახებ ისტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის.

,,მგონი შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა – შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. ჩემს საქართველოში.  თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის ვიზა არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი, რომ წავსულიყავი,”- განაცხადა გვრიტიშვილმა  შაბათის ფორმულასთან საუბარში.

მსგავსი თემები