,,მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,მოსამართლეების პოზიცია მარტივია. მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე,”- ამის შესახებ ისტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება იყო გათვლა, რომ  ” ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში”.

„ვინმეს შეიძლება, ამაზე ჰქონდა გათვლა, რომ ვიღაცას შეიძლება, შეშინდებოდა, ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში. ეს დაყოფა უკვე არახალია, იგივე ელჩისგან, თურმე სასამართლო სისტემაში არსებობენ „ცუდი“ და „კარგი მოსამართლეები“. ალბათ იყო გათვლა იმაზე, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს. ეს არ მოხდა და არც მოხდება.

რაც შეეხება მომავალში რა კონკრეტულ აქტივობებს განვახორციელებთ, ეს გაირკვევა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ჩემი ინიციატივაა, მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ასეთი უპრეცედენტო შტურმი ჯერ არ ყოფილა, წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობით მიმდინარე ორკესტრირებულ კამპანიას. თუმცა ის, რომ საელჩო გამოსულიყო კულისებიდან და უშუალოდ თვითონ ჩადგომოდა შეტევას სათავეში, მოსამართლეები კორუმპირებულად გამოეცხადებინა და დაესანქცირებინა, ასეთი არ ყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მარტო შეიძლება, გავიჭირდეს ამ შემოტევის გაკლავება და ვითხოვთ დახმარებას პრემიერისგან, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და უპირველესი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე,”- განუცხადა გვრიტიშვილმა პირველ არხს.

მსგავსი თემები