ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა.

უწყების ცნობით, 8 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1413-ზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკი – 448; ხარკივი – 275; კიევი – 127; ხერსონი – 94; ზაპოროჟიე – 88; მიკოლაივი – 85; ჩერნიჰივი – 68; ლუჰანსკი – 66; დნეპროპეტროვსკი – 66.

უწყების ინფორმაციით, ეს ციფრები არ არის საბოლოო. მიმდინარეობს სამუშაოები საბრძოლო ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

 

მსგავსი თემები