უკრაინამ ქვეყნიდან იძულებით გაყვანილი 31 ბავშვი დაიბრუნა

რუსეთის მიერ უკრაინიდან გაყვანილი 31 ბავშვი ქვეყანაში დააბრუნეს. ინფორმაციას და ბავშვების უკრაინაში დაბრუნების ვიდეოს  ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ ავრცელებს.

„რამდენიმეთვიანი გაშორების შემდეგ, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბავშვების მდგომარეობაზე ფსიქოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები იზრუნებენ.

მსგავსი თემები