,,მტკიცებულება თუ არ იქნება, გადაწყვეტილება შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი”- მდინარაძე მოსამართლეების სანქცირებაზე

,,არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, მართლაც სამწუხარო ფაქტია“,-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, თუ არ იქნება მტკიცებულება, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

„დამატებითი კი არა, ძირითადად არ გვინახავს, არცერთი არგუმენტი, ან მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ, მათვე განმარტეს, რომ იყო სავიზო შეზღუდვა. არ ვიცი, ეს გარკვეული სვლა თუ იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან, არ მინდა, დამატებითი შეფასება. ამას არა აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმა აქვს ერთ და მეორე შემთხვევაშიც. არცერთი მტკიცებულება თუ არ იქნება და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ ეს გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები