ვაკეში ახალგაზრდები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცები ერთმანეთს დაუპიროსპირდნენ. საცხოვრებელ ზონაში, კორპუსებთან არაერთხელ გაისროლეს.

ახალგაზრდებმა ერთმანეთს ჯერ მანქანა შეაჯახეს, საქარე მინებს ერთმანეთს უმტვრევდნენ. და როცა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი მანქანით გაიქცა, მას იარაღიდან რამდენჯერე ესროლეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა დღის განმავლობაში, ხალხმრავალ და დასახლებულ ადგილას მოხდა.

პერიმეტრზე არაერთი სათვალთვალო კამერაა განთავსებული. შემთხვევა ჟვანია 10 ნომერთან მოხდა. დაპირისპირებაში 10-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ორი მანქანით იყვნენ. კადრებში ისმის სროლის ხმაც.

შსს-მ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპისთვის არავინაა დაკავებული.

 

მსგავსი თემები