აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის და დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირისა და ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. ,,აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია განახლება და ასევე შალიკაშვილის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, განხორციელდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვლება და განახლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. თვალითაც ძალიან ნათლად ჩანს, კონკრეტული ადგილები არის, სადაც გზა ჩავარდნილია, ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების გამორეცხვა, რადგან დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა  პარტიის ახალი წევრები წარადგინა. პარტიას  ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ. „ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში დაიკავებენ საკვანძო ადგილებს. გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზაზა გოგავა დაიკავებს ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი დაიკავებს მაღალ თანამდებობას თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

,,ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინაა,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, პრეზიდენტი პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის. ის ემზადება მეტი ომისთვის. როგორც გუშინ მინისტრ კულებასთან ვისაუბრეთ, NATO-ს მოკავშირეები ერთიანები არიან ვალდებულების მიმართ – გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. NATO ასევე გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის…

მეტი...

ბორჯომში ახალგაზრდა კაცი ქუჩაში გარდაიცვალა

ბორჯომში, დღეს, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბორჯომი ტვ” ავრცელებს. ექიმის განცხადებით, 36 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ზელენსკი პოლონეთში მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ჩავიდა. პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანდჟეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ, ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, რის შემდეგაც დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება.  ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას ერთობლივი გამოსვლა იგეგმება. აქამდე, ფართომასშტაბიანი ომის დროს, უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ რამდენჯერმე გაემგზავრა საზღვარგარეთ – ვიზიტით ვაშინგტონში, ერთი სამოგზაუროდ კი – ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.

მეტი...

მოსამართლემ ტრამპი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში პოსტებისგან, რომელსაც ძალადობის პროვოცირება შეუძლია

მოსამართლემ დონალდ ტრამპი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ისეთი პოსტების გავრცელებისგან, რომელსაც ძალადობის პროვოცირება შეუძლია. გამოცემა „ჰილის“ ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ტოდ ბლანშმა  განაცხადა, რომ ტრამპს მოსამართლის აღნიშნულ გაფრთხილებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. მისი თქმით, ტრამპი იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო.      

მეტი...

თანამომხსენებლები გასცემენ რეკომენდაციას, ხელისუფლებამ უარი თქვას ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედით ესტრელა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში საუბარი ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონსაც შეეხება. როგორც მომხსენებლები აღნიშნავენ, რეკომენდაციით გამოდიან, ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ სისტემურ მიდგომას. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის კონტექსტში. მაშინ როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ებრძოლონ გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ რთული იქნება ამ კანონში გაწერილი ე.წ პიროვნული მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა თანამომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით დაახლოებით 176 240 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით დაახლოებით 176 240 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 176 240; ტანკი – 3 629; ჯავშანტექნიკა – 7 005; საარტილერიო სისტემა – 2707; სარაკეტო სისტემა – 532; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 280; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 283; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5573; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 299.

მეტი...

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 4 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან” მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. ,,ლაშა დარსალიამ ისაუბრა  რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  არსებულ მძიმე ვითარებაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლსა და რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც დადასტურებულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება…

მეტი...

,,რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია”- ალეკო ელისაშვილი

,,რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია” – ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის მოადგილედ, მისი დისშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ნათია ჯულაყიძე დამოუკიდებელი ადამიანი და თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. ,,ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ…

მეტი...

ავტომობილი ორსულს დაეჯახა

თბილისში, პირველ სამშობიაროსთან ორსულ ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარი შუქნიშანთან კვეთდნენ ქუჩას.

მეტი...

,,სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები

,,მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსუალურ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების დაშვებას,“-  ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია. ,,ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ. მაშინ, როდესაც, მათი განცხადებით, არ სურთ კომენტარის გაკეთება სააკაშვილის საქმეების რომელიმე სამართლებრივ ასპექტზე, რაზეც ისინი სრულად ექვემდებარებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ დავაზე. ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის…

მეტი...

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას  კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ვინ არიან დაღუპულები და ვინ დაჭრილები, ნუ მკითხავთ, ძალიან გთხოვთ… ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი… ნუ მეკითხებით…”, – წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.  

მეტი...

,,დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ჯო ბაიდენი იქნება ფოკუსირებული”- თეთრი სახლი

,,დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ჯო ბაიდენი იქნება ფოკუსირებული,”- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან პიერმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე. „აშშ-ის პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, როგორც ყოველდღე. დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ის იქნება ფოკუსირებული. ის იქნება ფოკუსირებული იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამერიკელი ხალხისთვის ფასების დაწევა გააგრძელოს“, – განაცხადა კარინ ჟან პიერმა.  

მეტი...

,,ერთადერთი დანაშაული, რაც ჩავიდინე, არის ჩვენი ერის დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ”- დონალდ ტრამპი

,,ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს,” – ამის შესახებ  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტრამპმა ნიუ-იორკის პროკურორი ელვინ ბრეგი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების გამო გააკრიტიკა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე თავი არჩევნებში ჩარევის მსხვერპლად გამოაცხადა. „ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი,…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი მწარმოებლისთვის  2,1 მილიარდი დოლარის იარაღის შეკვეთას მოიცავს. მეორე ნაწილი კი, პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ს მარაგებიდან იარაღის მიწოდებას. პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში აშშ-მა უკრაინას 32 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, მომავალი სასამართლო 4 დეკემბერს ჩაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი ბრალდებულია. დონალდ ტრამპს მანჰეტენის სასამართლოში ყველა ბრალდება მოასმენინეს, რაც მის წინააღმდეგ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტისთვის ბორკილები არ დაუდიათ. ის სასამართლო დარბაზიდან დროებით გაათავისუფლეს. პრეზიდენტის წინააღმდეგ 34  ბრალდებაა წარდგენილი. სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი პრეზიდენტ ტრამპს შესაძლებლობა იქნება, ჩვეულებრივ იცხოვროს, პატიმრობაში ყოფნის გარეშე. ერთ-ერთი ბრალდება კი პორნოვარსკვლავთან ურთიერთობას ეხება, რომლის დამალვის სანაცვლოდ თითქოს რეზიდედნტმა სტორმი დენიელსის 130 ათასი დოლარი გადაუხადა. ტრამპი ნიუ-იორკიდან ფლორიდაში დაბრუნდა.  

მეტი...