,,ერთადერთი დანაშაული, რაც ჩავიდინე, არის ჩვენი ერის დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ”- დონალდ ტრამპი

,,ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს,” – ამის შესახებ  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპმა ნიუ-იორკის პროკურორი ელვინ ბრეგი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების გამო გააკრიტიკა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე თავი არჩევნებში ჩარევის მსხვერპლად გამოაცხადა.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები