დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, მომავალი სასამართლო 4 დეკემბერს ჩაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი ბრალდებულია. დონალდ ტრამპს მანჰეტენის სასამართლოში ყველა ბრალდება მოასმენინეს, რაც მის წინააღმდეგ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტისთვის ბორკილები არ დაუდიათ. ის სასამართლო დარბაზიდან დროებით გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ 34  ბრალდებაა წარდგენილი. სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი პრეზიდენტ ტრამპს შესაძლებლობა იქნება, ჩვეულებრივ იცხოვროს, პატიმრობაში ყოფნის გარეშე.

ერთ-ერთი ბრალდება კი პორნოვარსკვლავთან ურთიერთობას ეხება, რომლის დამალვის სანაცვლოდ თითქოს რეზიდედნტმა სტორმი დენიელსის 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

ტრამპი ნიუ-იორკიდან ფლორიდაში დაბრუნდა.

 

მსგავსი თემები