,,ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინაა,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის.

,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, პრეზიდენტი პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის. ის ემზადება მეტი ომისთვის. როგორც გუშინ მინისტრ კულებასთან ვისაუბრეთ, NATO-ს მოკავშირეები ერთიანები არიან ვალდებულების მიმართ – გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. NATO ასევე გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინაა. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა საფრთხეს და გამოწვევას,რომელთა წინაშეც ჩვენი ალიანსი დგას,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები