აშშ უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება.
ერთი ნაწილი მწარმოებლისთვის  2,1 მილიარდი დოლარის იარაღის შეკვეთას მოიცავს. მეორე ნაწილი კი, პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ს მარაგებიდან იარაღის მიწოდებას.
პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში აშშ-მა უკრაინას 32 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

მსგავსი თემები