ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა  პარტიის ახალი წევრები წარადგინა. პარტიას  ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.

„ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში დაიკავებენ საკვანძო ადგილებს. გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზაზა გოგავა დაიკავებს ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი დაიკავებს მაღალ თანამდებობას თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები