თანამომხსენებლები გასცემენ რეკომენდაციას, ხელისუფლებამ უარი თქვას ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედით ესტრელა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში საუბარი ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონსაც შეეხება. როგორც მომხსენებლები აღნიშნავენ, რეკომენდაციით გამოდიან, ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ სისტემურ მიდგომას.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის კონტექსტში. მაშინ როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ებრძოლონ გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ რთული იქნება ამ კანონში გაწერილი ე.წ პიროვნული მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა თანამომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებული კითხვების კონტექსტში, პიროვნულმა მიდგომამ, შესაძლოა, კანონპროექტი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისგან, რაც ეწინააღმდეგება ამ კანონის გაცხადებულ მიზნებს. თანამომხსენებლები რეკომენდაციით გამოდიან, რომ ამ კანონპროექტში ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ სისტემურ მიდგომას რასაც აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები