აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის და დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირისა და ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია.

,,აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია განახლება და ასევე შალიკაშვილის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, განხორციელდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვლება და განახლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. თვალითაც ძალიან ნათლად ჩანს, კონკრეტული ადგილები არის, სადაც გზა ჩავარდნილია, ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების გამორეცხვა, რადგან დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები