,,სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“- ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. „ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

მეტი...

,,ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა”- ვიოლა ფონ კრამონი

,,მივესალმები “ქართული ოცნება”  გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,მივესალმები “ქართული ოცნება”  გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმინდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს. ხალხის ხმის გაჩუმება არ შეიძლება, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”,- წერს კრამონი. ამასთან, ევროპარლამენტარი მოუწოდებს ხელისუფლებას ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ,,ახლა ფოკუსირება მოახდინეთ 12 რეკომენდაციაზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი. ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!”,- წერს…

მეტი...

,,მტერმა ისროლა 81 რაკეტა”- მასობრივი სარაკეტო შეტევა უკრაინაზე

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 81 რაკეტა ისროლეს, არიან დაშავებულები. ,,მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე. სამწუხაროდ არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი. მტერმა ისროლა 81 რაკეტა, ცდილობდენ კვლავ დააშინოს უკრაინელები, დაუბრუნდნენ თავის პათეტიკურ ტაქტიკას. დამპყრობლებს მხოლოდ მშვიდობიანი ხალხის ტერორიზაცია შეუძლიათ. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველაფერზე, მათთვის ასე არ ჩაივლის”,- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,მოდი, დავიწყოთ მადლობით!”- გიორგი გახარია

,,მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს!”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს. გახარია ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვების დასაწყისია. ,,მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! #მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიციირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში…

მეტი...

,,დღეს აუცილებლად იქნება აქცია”- პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბებიან. „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან მკაფიოობას და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ. ,,დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა “ქართულ ოცნებასთან”, რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი, იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას – ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე…

მეტი...

,,ახლა მთავრობამ არკვიოს ვინ ყავს გველი უბეში”- ლალი მოროშკინა

ლალი მოროშნიკა   საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. მისი თქმით, კანონის გაწვევა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. „ახლა გესმით,რატომ განვერიდე პროცესებს?ჩვენმა შვილების თაობამ არასოდეს არ უნდა ნახოს სისხლიანი რუსთაველი! არ უნდა ავწიოთ ხელი ჩვენს მომავალ თაობაზე!კანონის გაწვევა-ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა!ახლა მთავრობამ არკვიოს ვინ ყავს გველი უბეში!შემდეგში სანამ კანონის მიღებას გადაწყვეტთ შეკრიბეთ ახალგაზრდები, მოეფერეთ,აუხსენით რა და როგორ,იქნებ თავადაც აქვთ გარკვეული წინადადებები?არ შეიძლება საკუთარ ხალხთან დისტანცირება!ამიტომ ვამბობდიPR(პიარი)საზოგადოებასთან ურთიერთობა უზენაესია!მადლობა ღმერთს,რომ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა.საწყენია,რომ მუდამ საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ,”- აცხადებს მოროშკინა.

მეტი...

,,ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება?”- ევროპარლამენტარი

,,მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო?,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას. ,,მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება და საზოგადოების შემდგომი პოლარიზაცია? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა,”- აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე”- ანი წითლიძე

,,ისევ ვირეშმაკობენ.  გამოიწვევენ ე.წ. ამერიკულ ვარიანტს, მეორეს დაიტოვებენ და დაელოდებიან პროტესტი როგორი იქნება,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე წერს. ოპოზიციონერი დეპუტატი  კანონპროექტის გაწვევის შემდგომ პროცედურებს განმარტავს. ,,მეგობრებო განვმარტავ რომ არ დაიბნეთ.  გაწვევა შესაძლებელია ე.წ. ამერიკული ვარიანტის კანონპროექტის – რომელიც პირველ მოსმენაზე არ გასულა. სავარაუდოდ ქოცები ამაზე იძახიან რომ გაიწვევენ. სამართლებრივად ამ კანონპროექტთან ეს შეუძლიათ. უკვე პირველ მოსმენაზე მიღებული ეს ბოლო კანონპროექტი თუ “გაწვევა” უნდათ უნდა ჩააგდონ შემდეგნაირად: განიხილოს ისევ კომიტეტებმა, უნდა ჩააგდონ. მერე სესიაზე უნდა გავიდეს ჩააგდონ. მაგრამ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე თუ განმცხადებელი მოითხოვს.…

მეტი...

,,ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება”- სალომე სამადაშვილი

,,რაშისტული ურდოს რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება,”- ასე ეხმიანება ”ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევას. მისი თქმით, აქციაზე დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ. ,,ხალხის ძალა სადაა-გამოჩნდა, მარგარიტა სიმონიანის ძონძ მოკავშირეებში-არა. გილოცავთ გამარჯვებას! დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ! რაშისტული ურდოს რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება. საქართველოს მომავალი ევროპაა”,- წერს სამადაშვილი.   საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია

მეტი...

,,ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში”- ხატია დეკანოიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. “ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! შვილებო, თქვენ გენაცვალეთ”, – წერს ხატია დეკანოიძე.   საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია

მეტი...

,,კანონი გაიწვიეს მას შემდეგ, რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს”- ანი წითლიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ,,რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიეს! მას შემდეგ რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მაგრამ არ დაგავიწყეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ. სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია! ქართული ოცნება / Georgian Dream – სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებულები!!”- წერს ანი წითლიძე.

მეტი...

,,ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. ,,ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოდან მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია”- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევას, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს განაახლონ პროევროპული რეფორმები – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. ,,მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით”,- ნათქვამია განცხადებაში.     საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია    

მეტი...

,,ქართველებმა თავისას მიაღწიეს“- გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება. „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართელოს პარლამენტიდან გაიწვიეს, ამბობს მმართელი პარტია. ქართველებმა თავისას მიაღწიეს!“,- წერს გონჩარენკო.

მეტი...

,,გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება”- ზელენსკი

,,მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა ხელში. მადლობას ვუხდი ყველას ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც ისმოდა თბილისში,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს. „გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს, დემოკრატიული წარმატება, ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირში და მე დარწმუნებული ვარ, იქნება. ჩვენ გვსურს, მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება. ამას იმსახურებს ევროპის…

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა…

მეტი...

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ გაიმართება – პარლამენტი

,,საქართველოს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ გაიმართება. „7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას. ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლეს განცხადებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. შოლეს თქმით, ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და  მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიული განვითარებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს დერეკ შოლე.

მეტი...

,,გვჭირდება, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც”- სალომე ზურაბიშვილი

,,გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მათ შორის, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგ,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისთვის. ,,რუსეთი არასდროს არის შორს, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორ-ნახევარი საუკუნეა გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი, ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას…

მეტი...

აქციაზე სამართალდამცველებმა 66 პირი დააკავეს – შსს

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, 66 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყვნენ. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები…

მეტი...

,,რა უნდათ ამ აქციის მონაწილეებს, ჩემო კარგო?”- მარგარიტა სიმონიანი

საქართველოში, პარლამენტთან განვითარებული მოვლენებს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება. “რა უნდათ ამ აქციის მონაწილეებს, ჩემო კარგო? ესენი? მათ მხოლოდ პროტესტი უნდათ”,- წერს სიმონიანი.

მეტი...

,,ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი, აჩვენოს, რომ არ არის პრორუსული ძალა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი შეამცირონ საზოგადოებასთან უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, რომ აჩვენონ, რომ არ არიან პრორუსული ძალა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ”სიენენთან” ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვენეციის კომისია დიდი ალბათობით იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს. ,,ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება, ამ ადამიანებისთვის უცხოური გავლენის აგენტების წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკას, რომელიც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ…

მეტი...

,,ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე”- ლევან ხაბეიშვილი

ბოდიში, გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდა და უნდათ ევროპული მომავალი,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი ადამიანები იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს. „საქართველოს კონსტიტუცია გუშინ რუსულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დახია. კონსტიტუციაში რომ გვიწერია „ევროპული მომავლის შესახებ“ და განსაზღვრულია კონსტიტუციით, რუსულმა ოცნებამ დაიკიდა ფეხებზე და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენ გვინდა რუსული, პუტინისტური კანონი. უთხრა, რომ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ევროკავშირის გზაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს გაერთიანებას არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ წარმოუდგენელი იქნება ამ დოკუმენტთან ერთად ჩვენი…

მეტი...

,,გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში”- ირაკლი კობახიძე

,,გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში, არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ვისია, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის თუ ავსტრალიის. ჯაშუში ჯაშუშია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მისი თქმით, ”ყველაფერი ჩაივლის, გულწრფელი პროტესტიც, საბოლოო ჯამში, გადაიზრდება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში.” „ერთი კარგი რამ, რაც მოიტანა ამ კანონმა არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი (ჯაშუშთან იყო ასოცირებული აგენტი), ყველა შემთხვევაში სათაკილოა, ვისი ჯაშუში და აგენტიც არ…

მეტი...

,,ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით“- ნედ პრაისი

,,ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების გვერდით ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და ყველა ქვეყნის მთავრობები ახორციელებენ მათი ხალხის მისწრაფებებს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „როდესაც საუბარია იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით, რაც გულისხმობს თავისუფლად შეკრებას, მშვიდობიან პროტესტს, გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნდნენ და ქაშუეთის წინ სავალ გზაზე სხედან

რუსთაველის გამზირზე ვითარება უკონტროლო და უკიდურესად დაძაბულია. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთელ პერიმეტრი გაათავისუფლა, თუმცა, აქციის მონაწილეები რუსთაველზე ისევ დაბრუნდნენ. გზის სავალ ნაწილზე სხედან. მეორე მხარეს კი განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სპეციალური ტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანები. პერიოდულად ჟღერდება გაფრთხილება, რომ თუ არ დაიშლებიან, გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები.  

მეტი...

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, პოლიტიკურ განცხადებებში ნუ ჩაერთვებიან

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან. სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ…

მეტი...

აქციის მონაწილეები თავს ქაშუეთს ეკლესიას აფარებენ

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა. გამოიყენებს როგორც ცრემლსადენი ე.წ. გაზი, ისე წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა თავი მიმდებარე შენობებს შეაფარეს. მათ შორის ქაშუეთის ეკლესიას, რომლიც კარებიც მათ გაუხსნეს. ამ წუთებში, ცრემლსადენი გაზით დაზიანებული მოქალაქეები ტაძარში იმყოფებიან და ერთმანეთს ეხმარებიან, თუმცა, იქაც უჭირთ სუნთქვა, რადგანაც გაზმა ტაძარშიც შეაღწია. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მეტი...